ბუენოს აირესში ხალხმრავალი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც ხელისუფლებისგან ორი თვის წინ გაუჩინარებული სანტიაგო მალდონადოს საქმის სასწრაფოდ გამოძიება მოითხოვეს. მალდონადო არგენტინაში ძირძველი მოსახლეობის უფლებებს იცავდა, რომელთა გამოსახლებაც იტალიურმა ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანია „ბენეტონმა“ გადაწყვიტა. უფლებადამცველი 1 აგვისტოს გზის ჩაკეტვის გამო ძალოვნებმა დააკავეს და მას შემდეგ ის აღარავის უნახავს.