ევროკომისიამ კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი უკანონოდ მიიჩნია. რეფერენდუმს, რომელიც გუშინ გაიმართა არეულობის გარეშე არ ჩაუვლია. კატალონიის ხელისუფლების გნცხადებით, პოლიციასთან შეტაკებაში 800-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
ევროკომისიამ ესპანეთის ხელისუფლებას კატალონიის დამოუკიდბელობის მომხრეებთან დიალოგისკენ მოუწოდა.
ამომრჩეველთა 90 პროცენტმა მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა.
მადრიდმა რეფერენდუმი უკანონოდ ცნო.