ერთი დღე მანქანების გარეშე. პარიზის მერიის ინიციატივით ქალაქის ქუჩები 24 საათით ავტომობილებისგან თითქმის მთლიანად გათავისუფლდა.
აქცია ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში გაიმართა. წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ათასობით ადამიანმა დანიშნულების ადგილამდე ფეხით ან ველოსიპედით მისვლა გადაწყვიტა.
დილის 9 საათიდან 18 საათამდე პარიზში მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ავტომობილების, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ტაქსის გადადგილება იყო ნებადართული.
საფრანგეთის დედაქალაქის მერის ან იდალგოს ინიციატივით ეკოლოგიის დაცვის კამპანია პარიზში უკვე მესამე წელია ტარდება.
