16 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების (საერთო წონა 146.75 გრამი) ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 16,390.42 ლარი შეადგინა. საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (წონა112.92 გრამი) გამოვლინდა 30 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები“ საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 10,073.3 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, სანქციის სახით, დაეკისრა ფულადი ჯარიმა, 10,073.3 ლარის ოდენობით.