50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა ამერიკაში ლას-ვეგასის კაზინო Mandalay Bay-თან მომხდარი სროლისას. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 20 დაღუპულისა და 100 დაჭრილის შესახებ.
პოლიციის ცნობით, სროლა ლას-ვეგასის სასტუმროს 32-ე სართულიდან მოხდა. პოლიციისვე ცნობით, მსროლელი ადგილობრივი მცხოვრები იყო და ის უკვე ლიკვიდირებულია. სამართალდამცველები მის თანმხლებ ქალს ეძებენ. დანაშაულის მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობია.