რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა მოსკოვის ოლქში ისლამისტთა ქსელი გამოავლინა. ამის შესახებ უწყების პრეს-სამსახური იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფების წევრების რუსეთის ტერიტორიაზე მასშტაბური ტერორისტული აქტების მოწყობას გეგმავდნენ. დაკავებულთა უმრავლესობა ჩრდილოეთ კავკასიელია. მათი ბინების ჩხრეკისას პოლიციამ დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალები ამოიღო.