მალაიზიის ქალაქ შახ-ალამში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმის, კიმ ჩენ ნამის მკვლელობაში ბრალდებულთა საქმის განხილვა დაიწყო. 25 წლის ინდონეზიელი სიტი აისია და 29 წლის ვიეტნამელი დოან ჰუონგი ბრალდებას არ აღიარებენ. პოლიციას მკვლელობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი კიდევ 4 პირი ჰყავს დაკავებული. თუ დანაშაული დაუმტკიცდებათ, მათ სასიკვდილო განაჩენს გამოუტანენ.