სროლის ხმა ისმოდა ტორონტოშიც. ღამის კლუბთან მდებარე ავტოსადგომზე 2 ადამიანი მოკლეს. კანადური მედიის ცნობით, კლუბიდან გამოსულ სამ ახალგაზრდას ჩხუბი მოუვიდა. ერთ-ერთმა მათგანმა დანარჩენ ორს ცეცხლი გაუხსნა. მძიმედ დაჭრილების გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.