ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკების წარმოება დროის ფუჭად კარგვაა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ ტვიტერში აშშ პრეზიდენტი წერს.
დონალდ ტრამპის განცხადებით, სახელმწიფო მდივანი ტილერსონი დროს კარგავს კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკების მცდელობაში. „ მე ვუთხარი მას, დაზოგოს დრო და ტყუილად ნუ ცდილობს პარატა რაკეტა-ადამიანთან მოლაპარაკებას. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც გასაკეთებელია,“ -წერს ტრამპი.