ხელისუფლება საზოგადოებრივი კოლეჯის ინსტიტუტის შემოღებას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა დღეს, პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის პროექტის განხილვისას გააკეთა.
მისი თქმით, ის უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც ვერ გაივლიან ავტორიზაციას უფლება ექნებათ გადაკეთდნენ საზოგადოებრივ კოლეჯად, სადაც მსმენელებს საშუალება ექნებათ შეიძინონ კონკრეუტლი ტექნიკური პროფესიები.
აღსანიშნავია რომ ამავე კანონპროექტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ავტორიზაციის გასავლელად ექნებათ სამი პირობა შესასრულებელი. ეს არის საგანმანათლებლო პროგრამები, მატერიალური და ადამიანური რესურსი.
ავტორიზაციის ვადა არის 5 წელი და ავტორიზაცია ხორციელდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით.