კიევის საოლქო საბჭოში „პეტრო პოროშენკოს ბლოკისა“ და „ბატკივშინას“ დეპუტატებმა იჩხუბეს. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოროშენკოს პარტიელებმა საბჭოს ხელმძღვანელობის გადაყენება მოითხოვეს. კამათი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, რის შედეგადაც დეპუტატმა ვიტალი კარლიუკმა მძიმე ტრავმა მიიღო. მის დასახმარებლად სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.