ჟურნალ „პლეიბოის" დამფუძნებელი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჰიუ ჰეფნერის გარდაცვალების მიზეზი ხანგრძლივი ავადმყოფობა გახდა. ჟურნალი ჰეფნერმა 1953 წელს გამოუშვა. „პლეიბოის“ პირველი ნომრისთვის მერილინ მონრომ გაიხადა. პოპულარობის ზენიტს ჟურნალმა გასული საუკუნის 70-იან წლებში მიაღწია, როდესაც „პლეიბოი“ 7 მილიონიანი ტირაჟით გამოდიოდა.