იაპონიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 22 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
სინძო აბემ პარლამენტის ქვედა პალატის დათხოვნის მიზეზიც განმარტა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მომდინარე ბირთულ საფრთხეს უკავშირდება.
„ეს იქნება არჩევნები, რომელიც მოითხოვს პასუხს კითხვაზე, როგორ დავიცვათ იაპონია და მისი მოქალაქეების მშვიდობიანი ცხოვრება,“- განაცხადა აბემ.
მისივე თქმით, ამ არჩევნებმა იაპონიის მომავალი უნდა განსაზღვროს.