„ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებას ტერორისტული აქტების მოწყობის შესაძლებლობა აქვს. ამის შესახებ ამერიკის კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა ნიკოლას რასმუსენმა სენატში გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, "ისლამური სახელმწიფო“ იერიშების მიტანას აეროპორტებსა და თვითმფრინავებზე გეგმავს. თავდასხმები სირიიდან და ერაყიდან იგეგმება.