მორიგი თავდასხმა ავღანეთში. სააგენტო „პაჟვაკის“ ინფორმაციით, თალიბები თავს ყანდაღარის პოლიციის განყოფილებას დაესხნენ. შედეგად, 12 სამართალდამცველი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც. პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმა „ჰამვის“ ტიპის სამხედრო მანქანით განხორციელდა, რომელიც დანაღმული იყო. სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.