ჩრდილოეთ კორეისგან მომდინარე საფრთხის ფონზე ცნობილი ხდება, რომ 2017 წლის ბოლომდე სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე აშშ სტრატეგიული ძალები განთავსდებიან. ინფორმაციას სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ავრცელებენ.
ფხენიანის მხრიდან ბალისტიკური რაკეტების გამოცდის შემდეგ, სეულში აშშ-სა და სამხრეთ კორეის სამხედრო მაღალჩინოსნების მეთორმეტე სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. მხარეებმა ბირთვულ საფრთხეზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.