ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი მთვარის ორბიტაზე კოსმოსური სადგურის შექმნაზე შეთანხმდნენ. პირველი მოდულების ექსპლუატაციაში გაშვება 2024-დან 2026 წლამდეა მოსალოდნელი. მრავალეტაპიანი პროექტის მიზანი მზის სისტემის უკეთ გამოკვლევაა. როსკოსმოსში განმარტავენ, რომ ორი ქვეყნის კოსმოსური სააგენტოები მთვარის ორბიტასა და მის ზედაპირზე სადგურების შექმნაზე იმუშავებენ. ექსპერტების შეფასებით, ეს ფაქტი ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე თანამშრომლობის იშვიათი მაგალითია.