აშშ-ის კონგრესის ღია სხდომაზე კომპანია „გუგლის“, „ფეისბუქისა“ და „ტვიტერის“ წარმომადგენლებს მოუსმენენ. საქმე ამჯერადაც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას ეხება.
კონგრესმენ მაიკლ კონაუეს თქმით, შეხვედრა ოქტომბრის ბოლოს არის დაგეგმილი. კანონდმებლების განმარტებით, სხდომაზე განიხილავენ საკითხს, იყენებდა თუ არა რუსეთი სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად.