კირკუკის უსაფრთხოების ძალები პროვინციაში ერაყის არმიის შესვლას არ დაუშვებენ. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა ნაჯმადინ კარიმმა განაცხადა.
„ერაყის ჯარი გაუჩინარდა, როდესაც მოსულში, ხავიჯასა და რამადიში ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები გამოჩდნენ. ჩვენ კი ვიბრძოდით. ამიტომ, მათ ჩვენთან არაფერი ესაქმებათ. პეშმერგა, ასაიში და პოლიცია მათ კირკუკში არ შემოუშვებს,“-აღნიშნა კარიმმა.
კირკუკი ერთ-ერთია იმ პროვინციებს შორის, რომელმაც ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმში მიიღო მონაწილეობა.