ვინიცის საბრძოლო მასალების საწყობში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ხანძარმა საბრძოლო მასალების მესამედი უკვე გაანადგურა. აფეთქებების ხმა სოფელ კალინოვკაში ამ წუთებშიც ისმის. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 2500-ზე მეტი ადამიანი და სახანძრო ტექნიკაა ცართული. უკრაინის ხელისუფლება ხანძრის გაჩენაში რუსეთს ადანაშაულებს და მომხდარს დივერსიული აქტის კვალიფიკაციას აძლევს.