უგანდის პარლამენტში დეპუტატთა დაპირისპირება ხელჩართული ჩხუბით დასრულდა. ფიზიკური დაპირისპირება დებატებამდე დაიწყო, რომელზეც პრეზიდენტ მუსევენისთვის საპრეზიდენტო ვადის გახანგრძლივების საკითხი უნდა განეხილათ. პრეზიდენტის კიდევ ერთ ვადით არჩევის წინააღმდეგ სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიცია და რელიგიური ლიდერები გამოვიდნენ. მუსევენი ხელისუფლების სათავეში უკვე 30 წელიწადზე მეტია, იმყოფება.