მასობრივი არეულობები ჩილეში. სანტიაგოს ქუჩებში გამოსულმა ათასობით ადამიანმა სოლიდარობა მაპუჩეს ტომს გამოუცხადა, რომლის ბელადებმაც შიმშილობა გამოაცხადეს. აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. შეტაკებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მაპუჩეს ტომი ჩილეში ერთ-ერთ უძველეს ეთნიკურ ჯგუფად ითვლება, რომელიც ჩამორთმეული მიწების დაბრუნებას ცდილობს.