კატალონიის საარჩევნო უბნებს პოლიციელები გააკონტროლებენ. ამის შესახებ გამოცემა გარდიანი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველები ოფიციალური მადრიდის დავალებას შეასრულებენ და რეფერენდუმის ჩატარებას ხელს შეუშლიან. დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარება კატალონიაში 1 ოქტომბერს იგეგმება, თუმცა ესპანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას არ დაუშვებს.