ქაბულის საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „თალიბანმა“ აიღო. ტელეკომპანია „ტოლო ნიუსის“ ინფორმაციით, რადიკალებს ამერიკის თავდაცვის მდივნის, ჯეიმს მეტისის ლიკვიდაცია სურდათ. პენტაგონის შეფი ჯეიმს მეტისი და ნატოს გენერალური მდივანი ქაბულში დღეს ოფიციალური ვიზიტით ჩავიდნენ. მათი ჩასვლის შემდეგ აეროპორტზე სარაკეტო დარტყმები განხორციელდა, თუმცა არავინ დაშავებულა. აეროპორტში ყველა რეისი გაუქმდა და მგზავრებისა და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა.