შეერთებულმა შტატებმა მექსიკის საზღვარზე დამცავი კედლის მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ ამერიკის საბაჟო-სასაზღვრო სამსახური იტყობინება. უწყების განცხადებით, სან-დიეგოში კედლის რვა მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო. ოთხი მათგანი ბეტონის იქნება, დანარჩენ ოთხს კი ალტერნატიული მასალებისგან ააშენებენ. „ყველა ნიმუში 5-დან 9 მეტრის სიმაღლის იქნება. მათ საფუძველზე შეიქმნება მომავალი პროექტები, რომლებიც, სავარაუდოდ, კიდევ გაუმჯობესდება,“-ნათქვამია განცხადებაში.