სირიაში რუსულ ავიაიერიშს დაჯგუფება ჯაბჰათ ან ნუსრას 5 საველე მეთაური ემსხვერპლა, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.
შოიგუს უწყების ინფორმაციით, საჰაერო დარტყმები ისლამისტთა პოზიციებზე იდლიბის რაიონში განხორციელდა. რუსული ავიაგამანადგურებლების სამიზნე რადიკალთა სამეთაურო პუნქტი გახდა, სადაც საველე მეთაურები თათბირს მართავდნენ.
მათთან ერთად ჯაბჰათ ან ნუსრას 32 მებრძოლი დაიღუპა.