ვოლგოგრადში ე.წ. „სიკვდილის ჯგუფის“ კურატორი დააკავეს, რომელიც ინტერნეტის საშუალებით 14 წლის გოგონას სუიციდს აიძულებდა. დაკავებული 23 წლის ახალგაზრდაა. მისი ვინაობა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ სახელდება. საქმეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იძიებს.