ინდონეზიაში ვულკანი იფრქვევა. სტიქიის გამო ბალის კუნძულზე აგუნგის მთისძირა დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ბოლო 48 საათის განმავლობაში საცხოვრებელი ადგილები 75 ათასამდე ადამიანმა დატოვა. ბოლოს აგუნგის ვულკანი 1963 წელს ამოიფრქვა, რასაც ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.