კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი ტყის მასივს 4 დღის წინ გაუჩნდა და მისი ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. სტიქიური საფრთხის გამო სანტა ანას დასახლებული რაიონიდან 1500-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძლის სალიკვიდაციო სამუშაოებში 900-მდე მეხანძრეა ჩართული.