უკრაინის ქალაქ ვინიცში სამხედრო საწყობში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერდება. ინციდენტი გვიან ღამით მოხდა. ხანძარს ძლიერი აფეთქებაც მოყვა. უკრაიული მედიის ცნობით, აფეტქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. აფეთქების ტალღამ ახლომდებარე შენობებში ფანჯრების მინები ჩაამსხვრია. ახლომდებარე რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაციაც გამოცხადდა. საწყობში 200 ტონა საბრძოლო მასალა ინახება.