მომავალი წლიდან საუდის არაბეთში ქალებს მანქანის მართვის უფლება მიეცემათ. შესაბამისი განკარგულება ქვეყნის მონარქმა გასცა. მისივე ბრძანებით, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც შინაგან საქმეთა, ფინანსთა, შრომისა და სოციალური განვითარების სამინისტროების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება და ახალ რეგულაციაზე იმუშავებს.