ყოფილი უკრაინელი სამხედრო მფრინავი და უმაღლესი რადის მოქმედი დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო ავტოსაგზაო ინციდენტისას დაშავდა. ამის შესახებ ის ფეისბუკის გვერდზე წერს.
„დილის ხუთ საათზე ჩემს დასთან და თანაშემწესთან ერთად Н 14 ტრასის მონაკვეთზე გადავადგილდებოდი. მანქანა მოულოდნელად ღრმა ორმოში ჩავარდა, რის შედეგადაც ჩემმა თანაშემწემ თავის ტრავმა მიიღო, მე კი გულ-მკერდის არეში დაჟეჟილობა მაქვს და ხერხემალიც დამიზიანდა. ჩვენ უსაფრთხოების ქამრებმაც კი ვერ გვიშველა. ეს გზა კიროვოგრადისა და ნიკოლაევის ოლქებს აკავშირებს და ის საშინელ მდგომარეობაშია. ეს უკრავტოდორისა და უკრაინის ხელისუფლების დანაშაულია,“-წერს სავჩენკო.