საფრანგეთის პრეზიდენტი ევროპელ პარტნიორებს კიდევ ერთი ინიციატივით მიმართავს. ემანუელ მაკრონის თქმით, ევროპაში ერთიანი შეიარაღებული ძალები და თავდაცვის ბიუჯეტი უნდა შეიქმნას. „მომავალი ათწლეულის დასაწყისისთვის ევროპას დასჭირდება სწრაფი რეაგირების ერთიანი ძალები, საერთო ბიუჯეტი და მოქმედების დოქტრინა. ევროპის საზღვრების დაცვა ასევე ერთობლივი ძალებით უნდა მოხდეს. აუცილებელია შეიქმნას სამოქალაქო თავდაცვის ძალებიც. ევროპის ქვეყნების ეროვნულ ძალებში კი სხვა ევროპული ქვეყნებიდანაც უნდა გახდეს შესაძლებელი სამხედო მოსამსახურეების ჩარიცხვა,“-აღნიშნა მაკრონმა.