საფრანგეთის პრეზიდენტი ევროპის ქვეყნებს ახალი ინიციატივით მიმარტავს. ემანუელ მაკრონის თქმით, ევროპაში ლტოლვილთა მიღების ერთიანი ბიურო უნდა შეიქმნას, რომელიც მიგრანტებისთვის თავშესაფრის მიცემის საკითხზე იმუშავებს.
„ეს ხელს შეუწყობს თავშესაფრის მიცემის პროცედურის დაჩქარებას და საქმეს გაგვიმარტივებს,“-განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა სორბონის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას.