ანტალიაში 6 რუსი ტურისტი ცემეს. ინციდენტი სასტუმრო Azura Deluxe-ში მოხდა. სასტუმროს მეპატრონის, სონგიულ კარჯის მტკიცებით, ურალელი ტურისტები ალკოჰოლის მოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ და აგრესიულად იქცეოდნენ, რასაც ბარმენსა და ერთ-ერთ ქალბატონს შორის შელაპარაკება მოჰყვა. დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, რის შედეგადაც 3 რუსი ტურისტი საავადმყოფოში მძიმე ტრავმებით გადაიყვანეს. კონფლიქტის მონაწილე გოგონას ცხვირი აქვს გატეხილი.