ფეისბუკმა რუსი მომხმარებლების პერსონალური მონაცემები რუსეთის ტერიტორიაზე უნდა შეინახოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სოციალური ქსელი დაიბლოკება. ეს განცხადება როსკომნადზორის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ჯაროვმა გააკეთა.
„კანონი სავალდებულოა ყველასათვის. ისინი ან ამ მოთხოვნას შეასრულებენ ან დაიბლოკებიან. გამონაკლისი არ დაიშვება,“-აღნისნა უწყების ხელმძღვანელმა.