კრემლი საკადრო წმენდას ატარებს. პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, პოსტი კიდევ ერთმა გუბერნატორმა დატოვა. ამჯერად თანამდებობიდან ნიჟეგოროდის გუბერნატორი ვალერი შანცევი დაითხოვეს, რომელიც პოსტს 2005 წლიდან იკავებდა. მანამდე კი ის მოსკოვის ვიცე-მერი იყო. გუშინ პუტინმა სამსახური სამარის გუბერნატორს, ნიკოლაი მერკუშკინს დაატოვებინა.