პარიზის შუაგულში საფოსტო ოფისის სახურავი ნამდვილ ურბანულ ფერმად იქცა. სამსახურის ნებისმიერ წარმომადგენელს ახლად მოწყობილ ბაღში მცენარეების მოვლა და წიწილების გამოკვებაც კი შეუძლია. 30-მდე მოხალისემ სახურავზე პომიდვრის ჩითილები და ხეხილი დარგო. ინიციატორთა თქმით, ახალი პროექტი თანამშრომლებსა დაძაბულ გარემოში ბუნებაში დასვენებისა და განტვირთვის შესაძლებლობას მისცემს.