ინდოეთში ტრადიციული საშემოდგომო ფესტივალი ნავარათრი დაიწყო. ფესტივალი ინოდეთის სხვადასხვა შტატში ყოველ წელს, წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით იმართება და რამდენიმე დღე გრძელდება. ადგილობრივები პატივს მთავარ ღვთაებას, შივას მეუღლე დურგას მიაგებენ, რომელიც ყველა სულიერის დედად ითვლება.