დრონის ტაქსების სერვისი პირველად დუბაიში ამოქმედდება. ამბიციური გეგმის შესახებ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ინოვაციური პროდუქტის პრეზენტაციისას განაცხადეს. მფრინავი ტაქსი დრონების გერმანულმა მწარმოებელმა „ვოლოკოპტერმა“ შექმნა. ის კომფორტული, ორადგილიანი კაბინაა, რომელიც 18 პროპელერითაა აღჭურვილი. სატესტო ფრენა წარმატებით შესრულდა.