უკრაინის პრეზიდენტი იუბილარია. პეტრო პოროშენკოს 52 წელი შეუსრულდა. უკრაინის ლიდერს დაბადების დღე პირველმა ლედიმ და შვილებმა ვიდეომიმართვით მიულოცეს, რომელშიც პოროშენკოს დამსახურებებზე ისაუბრეს და მას წარმატებები უსურვეს. მილოცვას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ ფეისბუკით გამოეხმაურა. „მადლობა ასეთი თბილი მოლოცვისთვის. მადლობა, რომ მყავხართ!“-წერს პოროშენკო ფეისბუკის გვერდზე.