რუსეთის ავიაციამ სირიაში ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფების პოზიციები დაბომბა. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. შოიგუს უწყების ინფორმაციით, საჰაერო დარტყმები იდლიბში განხორციელდა, რის შედეგადაც ისლამისტთა ჯავშანტექნიკა და საცეცხლე პოზიციები განადგურდა. დაზუსტებული ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერ არ გავრცელებულა.