ჯონ მაკკეინის ექიმები დამაიმედებელ პროგნოზებს ვერ აკეთებენ. ამის შესახებ რესპუბლიკელმა სენატორმა ტელეკომპანია CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„პროგნოზი არცთუ სახარბიელოა. ზოგი ვარაუდობს, რომ გადარჩენის შანსი 3 პროცენტია, ზოგი კი 14 პროცენტს მეუბნება, მაგრამ იმედი არ გადამწურვია. მე ბოლომდე ვიბრძოლებ და სიცოცხლეს ვიზეიმებ,“-აღნიშნა მაკკეინმა.
გავლენიან რესპუბლიკელ სენატორს სიმსივნის დიაგნოზი რამდენიე თვის წინ დაუდგინეს. მკურნალობის პირველი კურსი მან უკვე გაიარა.