ფილიპინების პრეზიდენტის, როდრიგო დუტერტეს დაცვის წევრი მანილაში შეტაკებას ემსხვერპლა, - ამის შესახებ პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, მაიკ აკინომ განაცხადა.
შეტაკება პრეზიდენტის რეზიდენციასთან მოხდა.
ინციდენტისას დუტერტე რეზიდენციაში არ იმყოფებოდა.
მომხდარზე სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.