ტაქსების პოპულარული სერვისის, „იუბერის“ ხელმძღვანელობას ბრიტანეთის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამსახურთან მოლაპარაკების იმედი აქვს. ისინი ლონდონის მერთან შეხვედრას ითხოვენ, რათა ბრიტაბეთის დედაქალაქში „იუბერის“ მუშაობის აკრძალვა თვიდან აიცილონ. ამის იმედს კომპანიას „იუბერის“ მხარდამჭერი პეტიციაც აძლევს, რომელსაც ბოლო ორი დღის განმავლობაში 630 ადამიანმა მოაწერა ხელი. კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყეტის შესახებ ინფორმაცია ლონდონში გასული კვირის მიწურულს გავრცელდა. "იუბერს" ლონდინში მუშაობის ლიცენზია 30 სექტემბერს ეწურება.