ოქტომბრიდან სეზონური გრიპის აცრები დაიწყება.
ჯანდაცვის მინისტრ, დავით სერგეენკოს განცხადებით, აცრებისთვის 30 000 ვაქცინა უკვე შეძენილია, რისთვისაც 200 000 ლარი დაიხარჯა. აცრები მაღალი რისკის ჯგუფებს, ხანდაზმულებს, ორსულებსა და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებს უფასოდ ჩაუტარდებათ.
"ვაქცინაცია არის სამის სახის: ერთი - გეგმიურ-კალენდარული, მეორე - ურგენტული, რომელიც მაგალითად ტეტანუსის და ცოფის დროს გამოიყენება და მესამე სეზონური, რომელიც ახლა, ოქტომბერში დაიწყება. სახელმწიფო ყიდულობს ვაქცინებს, რომელიც უნდა გაუკეთდეს მაღალი რისკის ჯგუფებს. ზოგადად, ვაქცინაციის ბიუჯეტი 12 მილიონი ლარია, რაც შეეხება ამ კონკრეტულ სეზონურ გრიპის ვაქცინას 30 000 დოზა შევიძინეთ, რისი ბიუჯეტიც 200 000 ლარია",- განაცხადა დავით სერგეენკომ.