საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
"19 სექტემბერს, მექსიკაში მომხდარი მძლავრი მიწისძვრის გამო, რომელმაც იმსხვერპლა 200-ზე მეტი ადამიანი და გამოიწვია საგრძნობი მატერიალური ზარალი.
ამ მძიმე წუთებში, საქართველოს მთავრობა თანაუგრძნობს გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახებს და სოლიდარობას უცხადებს მექსიკის მთავრობასა და მექსიკელ ხალხს", - ნათქვამია განცხადებაში.