ლვოვის ოლქში საქართველოს ყოფილი პრეზიდენს მიხეილ სააკშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო.
არსებული ინფორმაციით, მოსამართლემ მესაზღვრეებისგან დამატებითი ინფორმაცია მოითხოვა, მტკიცებულებების წარსადგენად კი დრო პარასკევამდე მისცა.
ცნობისთვის, სასამართლომ დღეს მიხეილ სააკაშვილის საქმეზე - საზღვრის უკანონოდ კვეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე დაიწყო მსჯელობა, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში, სანქციის სახით ჯარიმას ითვალისწინებს.