საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს ლვოვის სასამართლოსთან ადგილობრივები ტრანსფარანტებით - „მიშა წადი“ , ელოდებიან.
ცნობისთვის, სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. მას საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს ჯარიმა დაეკისრება.