მარნეულში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი, სავარაუდოდ, ამირან გიორგაძის ნაცვლად თეიმურაზ აბაზოვი იქნება.
თავად ამირან გიორგაძე აცხადებს, რომ კანდიდატად ისევ რჩება.
ამირან გიორგაძემ მარნეულის საკრებულოს დეპუტატი, საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნებისა“ და ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეა.
მისი მერობის კანდიდატად წარდგენა თვის ბოლოს იყო დაგეგმილი.